1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის გაეროს გენერალური მდივნისთვის ოცდამეშვიდე რატიფიკაციის სიგელის ან შეერთების სიგელის დეპონირების თარიღის შემდგომ ოცდამეათე დღეს.
2. ყველა იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც წინამდებარე კონვენციის რატიფიცირებას ან შეერთებას ახდენს ოცდამეშვიდე რატიფიკაციის სიგელის ან შეერთების სიგელის დეპონირების შემდგომ, კონვენცია ძალაში შედის თავისი რატიფიკაციის სიგელის ან შეერთების სიგელის დეპონირების თარიღის შემდგომ ოცდამეათე დღეს.