1. წინამდებარე კონვენცია ხელმოსაწერად ღია არის გაეროს ნებისმიერი წევრი სახელმწიფოსათვის ან ნებისმიერი სპეციალიზებული სააგენტოს წევრისათვის, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდების ნებისმიერი სახელმწიფო მხარისათვის და სხვა სახელმწიფოსათვის, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოიწვია წინამდებარე კონვენციის მხარედ.

2. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას. რატიფიკაციის სიგელები გადაეცემა გაეროს გენერალურ მდივანს.