ამ კონვენციაში, დავების მოგვარებასთან ან საჩივრებთან დაკავშირებული დებულებები გამოიყენება, გაეროსა და მისი სპეციალიზებული სააგენტოების სადამფუძნებლო ან მათ მიერ მიღებულ დოკუმენტებში დისკრიმინაციის სფეროსთან დაკავშირებულ დავების მოგვარებისა და საჩივრების სხვა პროცედურების ხელყოფის გარეშე, და იგი სახელმწიფო მხარეებს ხელს არ უშლის, დავების მოგვარების მიზნით, მიმართონ სხვა პროცედურებს, რომლებიც დადგენილია მათ შორის მოქმედ ზოგად ან სპეციალურ შეთანხმებებში.
III ნაწილი