1. ეს ოქმი ღიაა ყველა სახელმწიფოსთვის ხელმოსაწერად 2000 წლის 12-დან 15 დეკემბრამდე იტალიის ქალაქ პალერმოში, ხოლო ამ ვადის შემდეგ - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ქალაქ ნიუ-იორკში 2002 წლის 12 დეკემბრამდე.
2. ეს ოქმი ასევე ღიაა ხელმოსაწერად ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციებისათვის, თუ ასეთი ორგანიზაციის ერთ წევრ-სახელმწიფოს მაინც აქვს ხელმოწერილი ეს ოქმი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. ეს ოქმი ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტი დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტის დეპონირება შეუძლია, თუ მისმა ერთმა წევრმა სახელმწიფომ მაინც მოახდინა ასეთი დოკუმენტის დეპონირება. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტში ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულმა ორგანიზაციამ უნდა განსაზღვროს მისი კომპეტენციის ფარგლებში ამ ოქმით რეგულირებულ საკითხებთან მიმართებაში. ასეთმა ორგანიზაციამ ასევე უნდა აცნობოს დეპოზიტარს მისი კომპეტენციის ფარგლებში მომხდარი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
5. ეს ოქმი ღიაა მისაერთებლად ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციისთვის, რომლის ერთი წევრი მაინც არის ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფო. მიერთების დოკუმენტი დეპონირდება გაერთიანებული ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან. მიერთების დროს, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურმა ორგანიზაციამ უნდა დააფიქსიროს მისი კომპეტენციის ფარგლები ამ ოქმით რეგულირებულ საკითხებთან მიმართებაში. ასეთმა ორგანიზაციამ ასევე უნდა აცნობოს დეპოზიტარს მისი კომპეტენციის ფარგლებში მომხდარი ნებისმიერი ცვლილების შესახე