1. წინამდებარე კონვენცია დაექვემდებარება რატიფიკაციას, შეერთებას და მიღებას სახელმწიფოების და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციების მიერ. ის ღია იქნება შეერთებისთვის სახელმწიფოებისთვის და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციებისთვის იმ თარიღის შემდგომ, როდესაც კონვენცია დაიხურება ხელმოწერისთვის. რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების და შეერთების აქტები დეპონირებული იქნება დეპოზიტართან.
2. ნებისმიერი რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია, რომელიც ხდება წინამდებარე კონვენციის მხარე და რომლის არც ერთი წევრი სახელმწიფო არ არის წინამდებარე კონვენციის მხარე, ვალდებული იქნება შეასრულოს წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული ყველა ვალდებულება. ასეთი ორგანიზაციების შემთხვევაში, თუ მათი ერთი ან მეტი სახელმწიფო არის წინამდებარე კონვენციის მხარე, ორგანიზაციას და მის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება მათი შესაბამისი პასუხისმგებლობების შესახებ წინამდებარე კონვენციის მიხედვით განსაზღვრული მათი მოვალეობების განსახორციელებლად. ასეთ შემთხვევაში ორგანიზაციას და წევრ სახელმწიფოებს არ ექნებათ უფლება, რომ განახორციელონ წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული უფლებები ერთდროულად.
3. რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია, მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ აქტით განაცხადებს მისი კომპეტენციის მასშტაბს წინამდებარე კონვენციით მართულ საკითხებთან დაკავშირებით. ნებისმიერმა ასეთმა ორგანიზაციამ ასევე უნდა აცნობოს დეპოზიტარს ამ კომპეტენციის მასშტაბის ნებისმიერი მოდიფიკაციის შესახებ, რასაც დეპოზიტარი, თავის მხრივ, აცნობებს მხარეებს.
4. თითოეული სახელმწიფო და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია მხარდაჭერილი იქნება, რომ წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთებისას სამდივნოს გადასცეს ინფორმაცია წინამდებარე კონვენციის მის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
5. ნებისმიერ მხარეს მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების აქტით შეუძლია განაცხადოს, რომ ამ მხარის მიმართ დანართის ნებისმიერი შესწორება ძალაში შევა მხოლოდ მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესაბამისი აქტის დეპონირების შემდე