1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების მეთხუთმეტე აქტის დეპონირების თარიღიდან მეცხრამეტე დღეს.
2. თითოეული სახელმწიფოსთვის და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციის წევრისთვის, რომელიც ახდენს წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციას, მიღებას და დამტკიცებას ან უერთდება მას რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების მეთხუთმეტე აქტის დეპონირების შემდეგ, ეს კონვენცია ასეთი სახელმწიფოს ან რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციისთვის ძალაში შევა მის მიერ მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების აქტის დეპონირების თარიღიდან მეცხრამეტე დღეს.
3. პირველი და მე-2 პუნქტის მიზნებისთვის რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციის მიერ დეპონირებული ნებისმიერი აქტი არ ჩითვლება ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ დეპონირებული აქტების დამატებით აქტება