1. მხარეს შეუძლია მოახდინოს არბიტრაჟისთვის მიმართვის ინიცირება წინამდებარე კონვენციის 25-ე მუხლის შესაბამისად, დავის მონაწილე სხვა მხარის ან მხრეებისთვის წერილობითი შეტყობინებით. შეტყობინებას თან უნდა ახლდეს სასარჩელო განცხადება, სხვა ნებისმიერ დამატებით დოკუმენტებთან ერთად. ასეთ შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს არბიტრაჟის განხილვის საგანი და კონკრეტულად შეიცავდეს წინამდებარე კონვენციის იმ მუხლებს, რომელთა ინტერპრეტირება ან გამოყენება არის დავის საგანი.
2. მოსარჩელე მხარე შეატყობინებს სამდივნოს, რომ ის გადასცემს დავას არბიტრაჟს წინამდებარე კონვენციის 25-ე მუხლის შესაბამისად. შეტყობინებას თან უნდა ახლდეს მოსარჩელე მხარის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წერილობითი შეტყობინება, სასარჩელო განცხადება და თანდართული დოკუმენტები. სამდივნო გადასცემს ამგვარად მიღებულ ინფორმაციას ყველა მხარეს.