1. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიცირების (შეტანის) უფლება აქვს:

ა) მერს;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

გ) საკრებულოს ფრაქციას;

დ) საკრებულოს წევრს;

ე) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს, პეტიციის წესით – საკრებულოს დადგენილების პროექტის.

2. ინიცირების წესით საკითხი შეიტანება წერილობითი ფორმით, საკრებულოს დადგენილების და განკარგულების პროექტის სახით.

3. საკრებულოში შემოტანილ ნორმატიული აქტის პროექტს თან უნდა ერთვოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტებ