საბჭოს შეუძლია, შეიმუშაოს რეკომენდაციები ყველას მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით.

საბჭოს შეუძლია, თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, მოამზადოს კონვენციების პროექტები გენერალური ასამბლეისთვის წარსადგენად.

საბჭოს შეუძლია, თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, მოიწვიოს საერთაშორისო კონფერენციებ