ეკონომიკურ და სოციალური საბჭოს შეუძლია, 57-ე მუხლში მითითებულ ნებისმიერ სააგენტოსთან დადოს შეთანხმებები იმ პირობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიხედვითაც შესაბამისმა სააგენტოებმა უნდა დაამყარონ ურთიერთობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან. ასეთი შეთანხმებები უნდა დაექვემდებაროს გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებას.

საბჭოს შეუძლია, გაუწიოს კოორდინაცია სპეციალიზებული სააგენტოების საქმიანობას კონსულტაციებისა და ასეთი სააგენტოებისთვის რეკომენდაციების შემუშავების მეშვეობით და გენერალური ასამბლეისთვის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებისათვის რეკომენდაციების შემუშავების გზით.