მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, ეკონომიკური და სოციალური საბჭოს თვრამეტი წევრი უნდა აირჩეს ყოველწლიურად სამი წლის ვადით. საბჭოდან გამსვლელ წევრს უნდა ჰქონდეს უფლება, დაუყოვნებლივ ხელახლა იქნეს არჩეული.

ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრების რიცხვის ოცდაშვიდიდან ორმოცდათოთხმეტამდე გაზრდის შემდეგ, პირველი არჩევნებისას, იმ წევრებზე დამატებით, რომლებიც არჩეული არიან იმ ცხრა წევრის ნაცვლად, რომელთა უფლებამოსილების ვადა იწურება შესაბამისი წლის ბოლოს, უნდა აირჩეს ოცდაშვიდი დამატებითი წევრი. ამგვარად არჩეული ოცდაშვიდი დამატებითი წევრიდან ცხრა წევრის უფლებამოსილების ვადა უნდა ამოიწუროს ერთი წლის შემდეგ, სხვა ცხრა წევრის უფლებამოსილების ვადა კი – ორი წლის შემდეგ, გენერალური ასამბლეის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

ეკონომიკური და სოციალური საბჭოს თითოეულ წევრს უნდა ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი.

ფუნქციები და უფლებამოსილებე