ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს შეუძლია, გადადგას სათანადო ნაბიჯები, რათა სპეციალიზებული სააგენტოებიდან მიიღოს რეგულარული ანგარიშები. საბჭოს შეუძლია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებთან და სპეციალიზებულ სააგენტოებთან დადოს შეთანხმებები მათგან ანგარიშების მიღების მიზნით, მათ მიერ საბჭოს რეკომენდაციებისა და გენერალური ასამბლეის მიერ საბჭოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მიღებული რეკომენდაციების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯების შესახებ.
საბჭოს შეუძლია, აღნიშნული ანგარიშების შესახებ თავისი მოსაზრებები მიაწოდოს გენერალურ ასამბლეას.