ა) შეიტანოს დადგენილების ან/და განკარგულების პროექტი;
ბ) წარადგინოს წინადადება საკრებულოს მიერ დადგენილების ან/და განკარგულების მიღების მიზნით;
გ) წარადგინოს წინადადება საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
2. საკრებულო ვალდებულია განიხილოს ინიცირების წესით საკრებულოს სხდომაზე შეტანილი საკითხი.
3. საკრებულოს წევრი საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა საკითხის განხილვისას სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით.
4. საკრებულოს წევრს უფლება აქვს გაეცნოს მერიის, მისი სამსახურების, ტერიტორიული ორგანოებისა და კომისიების საქმიანობას, დაესწროს კომისიის სხდომებს და გამოთქვას თავისი აზრი. საკრებულოს წევრს უფლება აქვს სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს მერიის კომისიებისა და საკრებულოს იმ კომისიების სხდომებს, რომლის წევრიც არ არის იგი.
5. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე: ა) დასვას საკითხი განსახილველად;
ბ) წარადგინოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხზე;
გ) მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა, შეკითხვებით მიმართოს მომხსენებელს, თანამომხსენებელს და მიიღოს პასუხი;
დ) გააცნოს საკრებულოს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები;
ე) გამოთქვას აზრი მერისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომელთაც ირჩევს და ნიშნავს (იძლება თანხმობას დანიშვნაზე) საკრებულო;
ვ) მონაწილეობა მიიღოს ქ. ბათუმის ბიუჯეტის, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხის, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვაში, აგრეთვე მერიის მიერ საბიუჯეტო სახსრების განკარგვაზე კონტროლის განხორციელებაში;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება.
6. საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს სხდომაზე მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცედურული საკითხები განისაზღვრება ამ რეგლამენტი