2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საკრებულოს მიერ მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე, ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.

3. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ: ა) პირადი განცხადებით მოეხსნა უფლებამოსილება;

ბ) დაინიშნა ან არჩეულ/დამტკიცებული იქნა ამ რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, საკრებულოს წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე;

გ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ე) შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა;

ვ) არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში, რაც ერთობლივად მოიცავს საკრებულოს სხდომებსა და კომისიებში მუშაობას;

ზ) გარდაიცვალა.

4. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკრებულოს დათხოვნის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.

5. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა-გადაწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.

6. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე წყდება საკრებულოს მიერ შესაბამისი განკარგულების მიღებისთანავე, რომელიც მიღებიდან 2 კვირის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონით დადგენილი წესი