2. სხდომათა დარბაზის პრეზიდიუმის უკან კედელზე თავსდება საქართველოს მცირე სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის გერბი, ხოლო დამკვირვებლის პოზიციიდან მარცხნივ, ტრიბუნასთან აღიმართება საქართველოს სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის დროშა.
3. პრეზიდიუმში მარჯვენა მხარეს (დამკვირვებლის პოზიციიდან) დგას მერის სავარძელი.
4. პრეზიდიუმის მარცხნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან) მოწყობილია ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის.
5. სხდომათა დარბაზში საკრებულოს წევრი იკავებს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ ადგილს.
6. სხდომათა დარბაზში უკანა რიგის მარცხენა (პრეზიდიუმის პოზიციიდან) მხარე განკუთვნილია მერის მოადგილისათვის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთათვის, მერიის სხვა მოსამსახურეებისათვის, ხოლო მარჯვენა (პრეზიდიუმის პოზიციიდან) მხარე განკუთვნილია საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებისათვის, საკრებულოს ოფიციალური და საპატიო სტუმრებისათვის, სხდომაზე კანონით განსაზღვრული წესით დასწრების მსურველი მოქალაქეებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აკრედიტებული წარმომადგენლებისათვის.
7. სხდომათა დარბაზში გამომსვლელთათვის მოწყობილი ტრიბუნის მარცხნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან) განთავსებულ მაგიდასთან ადგილს იკავებს ოქმის წარმოებაზე პასუხისმგებელი საკრებულოს აპარატის თანამშრომლები.
8. საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საქმიანი.
9. საკრებულოში დაუშვებელია ისეთი გამოსვლები და მოქმედებანი, რომლებიც შეურაცხყოფს საკრებულოს სხდომის მონაწილეთა და დამსწრეთა პატივსა და ღირსება