1.
საკრებულოს სხდომათა დარბაზში უნდა იყოს მოწყობილი პრეზიდიუმი, სადაც ადგილს იკავებს საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე.
2.
პრეზიდიუმთან უნდა მოეწყოს ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის.
3.
საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები გამგებლის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების, საკრებულოში რეგისტრირებული ლობისტის (ლობისტების), საკრებულოში მოწვეული პირებისა და სხდომაზე დასწრების მსურველ პირთათვის.
4.
საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საქმიანი.
5.
საკრებულოში დაუშვებელია ისეთი გამოსვლები და მოქმედებანი, რომლებიც შეურაცხყოფს საკრებულოს სხდომის მონაწილეთა და დამსწრეთა პატივსა და ღირსებას.
6.
საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაუშვებელია შეიარაღებული პირის ყოფნა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7.
საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას დაუშვებელია საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირების მიერ მობილური ტელეფონებით სარგებლობა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.06.2025
მუხლი 7. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
თავი I — ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 2. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები
- მუხლი 3. საკრებულოს ზოგადი უფლებამოსილება
- მუხლი 4. საკრებულოს უფლებამოსილება კონკრეტულ სფეროებში
- მუხლი 5. საკრებულოს ადგილსამყოფელი და ოფიციალური სიმბოლიკა
- მუხლი 6. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 8. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი
- მუხლი 9. საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია
- მუხლი 10. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი
- მუხლი 11. საკრებულოს წევრის სტატუსი
- მუხლი 12. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7, №6, 03.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016193 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3271727/muxli-7/