1.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში - საკრებულო) არის ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ქედის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
2.
საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, პროპორციული სისტემით არჩეული 15 წევრისაგან და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 9 წევრისაგან.
3.
საკრებულო არის დამოუკიდებელი საბიუჯეტო დაწესებულება და მისი დაფინანსების წყაროა ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. საკრებულოს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი (ბეჭდები) თვითმმართველი ერთეულის გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. ასევე, საკრებულოს აქვს ტიტულიანი ბლანკი (ბლანკები) მცირე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
4.
საკრებულოს სისტემაში შედის საკრებულოს აპარატი. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს სამართლებრივ, მატერიალურ-ტექნიკურ, საინფორმაციო, საქმისწარმოების, ორგანიზაციულ და სხვა მომსახურების გაწევას. საკრებულოს აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება, ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება საკრებულოს აპარატის დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
5.
საკრებულოს აქვს ოფიციალური ვებგვერდი, რომლის მისამართია www.keda.ge . აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილს, სადაც საჯაროდ გამოცხადების მიზნით ღიად განთავსდება საკრებულოს და საკარებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტები, აგრეთვე საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია.
6.
საკრებულოს იურიდიული მისამართია დაბა ქედა, კოსტავას ქ. №3.
7.
საკრებულოს სამუშაო და საქმისწარმოების ენაა ქართული
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.06.2025
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები
- მუხლი 3. საკრებულოს ზოგადი უფლებამოსილება
- მუხლი 4. საკრებულოს უფლებამოსილება კონკრეტულ სფეროებში
- მუხლი 5. საკრებულოს ადგილსამყოფელი და ოფიციალური სიმბოლიკა
- მუხლი 6. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 7. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
- მუხლი 8. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი
- მუხლი 9. საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია
- მუხლი 10. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი
- მუხლი 11. საკრებულოს წევრის სტატუსი
- მუხლი 12. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 1, №6, 03.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016193 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3271727/muxli-1-2/