1.
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ხდება საკრებულოს მიერ შესაბამისი საარჩევნო კომისიის წარდგინებისა და საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე დროებითი სამანდატო კომისიის) დასკვნის საფუძველზე.
2.
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით.
3.
საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
4.
საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ:
ა)
უფლებამოსილება პირადი განცხადებით მოიხსნა;
ბ)
მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;
გ)
სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ)
შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
ე)
არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში;
ვ)
დაიკავა საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 42-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა;
ზ)
გარდაიცვალა.
5.
საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკრებულოს დათხოვნის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში;
6.
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის წარდგინების (დასკვნის) საფუძველზე.
7.
საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიას. კომისია ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას და შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, გამოითხოვოს და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.
8.
თუ საკრებულოს წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია გამოითხოვს განაჩენს და წარუდგენს საკრებულოს ცნობის სახით.
9.
თუ საკრებულოს წევრს შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა, სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ორგანოებიდან გამოითხოვს ამ ფაქტის დამადასტურებელ საბუთებს, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას ცნობის სახით.
10.
საკრებულოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია გამოითხოვს გარდაცვალების მოწმობას და საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგენს ცნობის სახით.
11.
საკრებულო საკრებულოს წევრის ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, ,,ბ“ „გ“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით შემთხვევებში იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.
12.
ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია არკვევს საკრებულოს წევრის გაცდენის მიზეზებს და თუ დადასტურდა, რომ გაცდენები არასაპატიოა, საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით.
13.
ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია ამოწმებს/გამოითხოვს ინფორმაციას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად. თუ დადასტურდა, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, წარუდგენს შესაბამის დასკვნას მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის/თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით.
14.
ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, ,,ბ“ „გ“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს/თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება შესაბამისი განცხადების რეგისტრაციის/ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან.
15.
ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის/თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაშია ვადის (6 თვის) გასვლის მომდევნო დღიდან.
16.
ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის/თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაშია თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან.
17.
საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უჩერდება სასამართლოს მიერ საკრებულოს წევრისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში. უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება ადმინისტრაციული პატიმრობისა და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოქმედების ვადით. საკრებულოს წევრს უფლებამოსილების ვადა უჩერდება სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს საკრებულოს წევრის დროებით გათავისუფლებას კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებისა და შესაბამისი უფლებებით სარგებლობისაგან.
18.
მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში:
ა)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს აღუდგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც არის იგი, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს მიეცემა განაცდური ხელფასი;
ბ)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, თუ გასულია იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იყო იგი, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს მიეცემა შესაბამისი განაცდური ხელფასი.
19.
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები საკრებულოს სხდომაზე განიხილება რიგგარეშედ.
20.
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.06.2025
მუხლი 12. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
თავი I — ზოგადი დებულებები
მთავარი მონაცემები
- ვადა 6 თვის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 10. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება ან/და შეწყვეტა
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 7. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
- მუხლი 8. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი
- მუხლი 9. საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია
- მუხლი 10. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი
- მუხლი 11. საკრებულოს წევრის სტატუსი
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის შრომის ანაზღაურება
- მუხლი 14. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
- მუხლი 15. საკრებულოს წევრის უფლება-მოვალეობანი
- მუხლი 16. საკრებულოს წევრის პასუხისმგებლობა
- მუხლი 17. საკრებულოს წევრის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 12, №6, 03.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016193 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3271727/muxli-12/