1.
საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს:
ა)
საკრებულოს სხდომაზე, კომისიაში და ფრაქციაში;
ბ)
ამომრჩევლებთან შეხვედრებით, მათი მიღებით, მათ მიერ დასმულ საკითხებზე რეაგირებით;
გ)
სახელმწიფო და სხვა ორგანოებთან კანონმდებლობით გათვალისწინებული ურთიერთობით.
2.
საკრებულოს წევრი ვალდებულია:
ა)
დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა;
ბ)
შეხვდეს მოქალაქეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა საჩივრებსა და განცხადებებზე;
გ)
საკრებულოს სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში;
დ)
ხელი შეუწყოს საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნათა დაცვას, ხოლო მისი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოსთხოვოს საკრებულოს, მის თავმჯდომარეს ან შესაბამის კომისიას;
ე)
იყოს საკრებულოს 1, მაგრამ არაუმეტეს 2 კომისიის შემადგენლობაში.
ვ)
დაესწროს საკრებულოს, კომისიის, ფრაქციის (წევრობის შემთხვევაში) სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში;
ზ)
არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;
თ)
არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია;
ი)
ამომრჩეველთა მოთხოვნით შეხვდეს მათ და არანაკლებ წელიწადში ერთხელ ჩააბაროს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;
3.
საკრებულოს წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს ან გამგებელს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელის შემშლელი გარემოებების თაობაზე.
4.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკრებულოს წევრს უფლება აქვს ინიციირების წესით საკრებულოში:
ა)
შეიტანოს დადგენილების ან/და განკარგულების პროექტი;
ბ)
წარადგინოს წინადადება საკრებულოს მიერ დადგენილების ან/და განკარგულების მიღების მიზნით;
გ)
წარადგინოს წინადადება საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
5.
საკრებულო ვალდებულია განიხილოს ინიციირების წესით საკრებულოს სხდომაზე შეტანილი საკითხი.
6.
საკრებულოს წევრი საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა საკითხის განხილვისას სარგებლობს ერთი ხმის უფლებით.
7.
საკრებულოს წევრს უფლება აქვს გაეცნოს გამგებლის, მისი სამსახურების, ტერიტორიული ორგანოებისა და კომისიების საქმიანობას, დაესწროს კომისიის სხდომებს და გამოთქვას თავისი აზრი. საკრებულოს წევრს უფლება აქვს სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს გამგებლის კომისიებისა და საკრებულოს იმ კომისიების სხდომებს, რომლის წევრიც არ არის იგი.
8.
საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე:
ა)
დასვას საკითხი განსახილველად;
ბ)
წარადგინოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხზე;
გ)
მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა, შეკითხვებით მიმართოს მომხსენებელს, თანამომხსენებელს და მიიღოს პასუხი;
დ)
გააცნოს საკრებულოს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები;
ე)
გამოთქვას აზრი გამგებლისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომელთაც ირჩევს და ნიშნავს საკრებულო;
ვ)
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება.
9.
საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს სხდომაზე მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცედურული საკითხები განისაზღვრება ამ რეგლამენტით.
10.
საკრებულოს წევრი უფლებამოსილია:
ა)
მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებში, დასვას საკითხი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ)
კითხვით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, გამგებელს, სხვა თანამდებობის პირს და მიიღოს პასუხი. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებული არიან, ერთი კვირის ვადაში უპასუხონ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის შეკითხვას. კითხვის ავტორთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 დღით;
გ)
შეუფერხებლად შეხვდეს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებს;
დ)
უშუალოდ მონაწილეობდეს მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში.
11.
საკრებულოს წევრს უფლება აქვს:
ა)
კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ნებისმიერი ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად;
ბ)
მოსთხოვოს საკრებულოს აპარატს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა.
12.
საკრებულოს წევრს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უფლება აქვს:
ა)
აირჩიოს, არჩეულ ან წარდგენილ იქნეს საკრებულოს თანამდებობებზე;
ბ)
გაერთიანდეს ფრაქციაში;
გ)
გადადგეს ან გამოვიდეს საკრებულოს ორგანოებიდან ან/და გაერთიანებებიდან
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.06.2025
მუხლი 15. საკრებულოს წევრის უფლება-მოვალეობანი
თავი I — ზოგადი დებულებები
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი კვირის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია
- მუხლი 10. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი
- მუხლი 11. საკრებულოს წევრის სტატუსი
- მუხლი 12. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის შრომის ანაზღაურება
- მუხლი 14. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
- მუხლი 16. საკრებულოს წევრის პასუხისმგებლობა
- მუხლი 17. საკრებულოს წევრის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა
- მუხლი 18. საკრებულოს თანამდებობის პირები
- მუხლი 19. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა
- მუხლი 20. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 15, №6, 03.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016193 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3271727/muxli-15/