1.
საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:
ა)
საკრებულოს თავმჯდომარე;
ბ)
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ)
საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები;
დ)
საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები.
2.
საკრებულოს წევრი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთ თანამდებობაზე.
3.
საკრებულოს თანამდებობის პირები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევენ საკრებულოსა და მისი ორგანოების საქმიანობას.
4.
საკრებულოს თანამდებობის პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით ეძლევათ შრომის ანაზღაურება. საკრებულოს თანამდებობის პირებს უფლება არა აქვთ ეკავოთ რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდნენ სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.06.2025
მუხლი 18. საკრებულოს თანამდებობის პირები
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის შრომის ანაზღაურება
- მუხლი 14. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
- მუხლი 15. საკრებულოს წევრის უფლება-მოვალეობანი
- მუხლი 16. საკრებულოს წევრის პასუხისმგებლობა
- მუხლი 17. საკრებულოს წევრის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა
- მუხლი 19. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა
- მუხლი 20. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება
- მუხლი 21. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება
- მუხლი 22. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა
- მუხლი 23. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 18, №6, 03.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016193 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3271727/muxli-18/