2. სხდომათა დარბაზში, პრეზიდიუმის უკან, კედელზე მოთავსებულია თბილისის გერბი.
3. პრეზიდიუმში მარცხენა მხარეს დგას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა და ვიცე-მერის სავარძლები.
4. პრეზიდიუმის მარჯვნივ მოწყობილია ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის.
5. სხდომათა დარბაზში საკრებულოს წევრი იკავებს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ ადგილს.
6. სხდომათა დარბაზში უკანა რიგის მარცხენა მხარე განკუთვნილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებისათვის, ხოლო მარჯვენა მხარე – საკრებულოს ოფიციალური და საპატიო სტუმრებისათვის.
7. სხდომათა დარბაზში გამომსვლელთათვის მოწყობილი ტრიბუნის მარჯვნივ განთავსებულ მაგიდებთან ადგილს იკავებენ საკრებულოს აპარატის უფროსი და აპარატის ის საჯარო მოსამსახურე, რომელიც პასუხისმგებელია საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის ელექტრონული აპარატურის მართვაზე.
8. სხდომათა დარბაზის აივანზე მარჯვნივ ადგილს იკავებენ საკრებულოს აპარატის მოსამსახურეები, სხდომაზე კანონით განსაზღვრული წესით დასწრების მსურველი პირები, ხოლო მარცხნივ – მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აკრედიტებული წარმომადგენლები.
9. საკრებულოში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია რეგულირდება საკრებულოს აპარატის დებულებით.
10. საკრებულოში დაუშვებელია ისეთი გამოსვლები და მოქმედებანი, რომლებიც შეურაცხყოფს საკრებულოს სხდომის მონაწილეთა და დამსწრეთა პატივსა და ღირსებას.
11. საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საქმიან