2. მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში:
ა) საკრებულოს წევრს აღუდგება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც არის იგი, ხოლო საკრებულოს თანამდებობის პირს მიეცემა განაცდური ხელფასი;
ბ) საკრებულოს წევრს, თუ გასულია საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იყო იგი, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება საკრებულოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში, ხოლო საკრებულოს თანამდებობის პირს მიეცემა შესაბამისი განაცდური ხელფას