ა) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა;

ბ) საკითხთა თავისუფალი, კოლექტიური განხილვა-გადაწყვეტა;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საკრებულოს რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების განუხრელი დაცვა;

დ) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დაცვა და პატივისცემა;

ე) საკრებულოსა და მისი ორგანოების საქმიანობის საჯაროობა და დამოუკიდებლობა;

ვ) სახელმწიფოსა და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის დაცვა.

2. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განკარგულება, მიმართვა, განცხადება და სხვა გადაწყვეტილება, აგრეთვე მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები და საკანონმდებლო წინადადება.

3. საკრებულოს სამუშაო და საქმისწარმოების ენაა ქართული ენა.

4. საკრებულო, მისი ორგანოები და თანამდებობის პირები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ და მათი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საკრებულოს რეგლამენტითა (შემდგომში – რეგლამენტი) და სხვა სამართლებრივი აქტებით.

5. რეგლამენტი განსაზღვრავს საკრებულოს სტრუქტურას, საკრებულოს მუშაობის და უფლებამოსილების განხორციელების წესსა და პროცედურებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად საკრებულოს ყველა წევრისთვის, აგრეთვე განსაზღვრულ ფარგლებში – საკრებულოს კონტროლს დაქვემდებარებული ყველა ორგანოსათვი