ა) საკრებულოს სხდომებში, კომისიების, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა;
ბ) საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და ინიციირება;
გ) საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა;
დ) ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმები.
2. საკრებულოს წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები;
ბ) შეხვდეს მოქალაქეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა საჩივრებსა და განცხადებებზე;
გ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებში, საკრებულოს კომისიების და ფრაქციის (წევრობის შემთხვევაში) მუშაობაში;
დ) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცულია გასაჯაროებისაგან;
ე) იყოს საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა;
ვ) არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;
ზ) ამომრჩეველთა მოთხოვნით შეხვდეს მათ.
3. საკრებულოს წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს ან მერს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელის შემშლელი გარემოებების თაობაზე