2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს არანაკლებ ხუთი წევრით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები აირჩევიან საკრებულოს წევრთაგან. კომისიათა წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში, დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს, გარდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის დღისა. უფლებამოსილების ცნობის დღეს საკრებულოს წევრს შეუძლია კომისიის შემადგენლობაში შესვლის სურვილი გამოხატოს პირველსავე სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის წარდგინების გარეშე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი. საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ, დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით შეიძლება სხვა პირთა მოწვევაც.
4. საკრებულოს კომისიების შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება წინამდებარე რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით.
5. კომისიების საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევენ საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს ბიურო