ა) იურიდიულ საკითხთა;
ბ) ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო;
გ) ჯანმრეთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა;
დ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის;
ე) განათლებისა და კულტურის;
ვ) გარემოს დაცვის;
ზ) ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების;
თ) სახელდებისა და სიმბოლიკის;
ი) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა;
კ) ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის;
ლ) სარევიზიო.
2. იურიდიულ საკითხთა კომისია ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნებს საკრებულოს მიერ განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე. აკონტროლებს საკრებულოს ცალკეული სამართლებრივი აქტებისა და პროცედურული საკითხების შესაბამისობას რეგლამენტთან, შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს, დასკვნებს წინამდებარე რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.
3. ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია შექმნილია ქ. თბილისის ფინანსურ სისტემაში - საბიუჯეტო სისტემების შესახებ საკანონმდებლო ნორმატიული აქტების, ქალაქისა და რაიონების ბიუჯეტების ფორმირების, ფულადი სახსრების მობილიზაციის, ბიუჯეტის შემოსავლების მიზნობრივად განკარგვისა და სხვა საკითხებზე საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების მომზადების მიზნით, რაც მიმართული იქნება დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისაკენ.
4. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია შექმნილია დედაქალაქში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა, ბავშვთა დაცვის, დემოგრაფიის და ვეტერანთა საკითხების სფეროში საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით.
5. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისია შექმნილია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებულ საჩივრებსა და განცხადებებზე რეაგირების მიზნით.
6. განათლებისა და კულტურის კომისია შექმნილია დედაქალაქში საგანმანათლებლო, კულტურული პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვის, განხორციელების და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით.
7. გარემოს დაცვის კომისია შექმნილია დედაქალაქში გარემოს არსებული მდგომარეობის შესწავლა-შეფასებისათვის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენების აქტიური მხარდაჭერისთვის და საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებისა და დასკვნების შემუშვების მიზნით.
8. ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია შექმნილია დედაქალაქის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის, საინვესტიციო პოლიტიკის გატარების, უცხოეთის თვითმმართველობებთან ურთიერთობის საკითხთა შესწავლის, საზღვარგარეთის ქვეყნების ქალაქებთან ქ. თბილისის საკრებულოს ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავების და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების და საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებისა და დასკვნების შემუშვების მიზნით.
9. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია შექმნილია დედაქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ქუჩებისა და მოედნების სახელდების, დედაქალაქის გერბის, დროშის, ჰიმნისა და სხვა ახალი სიმბოლოების შექმნის, შემოღებისა და გამოყენების წესების შემუშავებისა და დადგენისა და საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებისა და დასკვნების შემუშვების მიზნით.
10. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია შექმნილია ბავშვთა-მოზარდთა, ახალგაზრდული, სპორტული და სხვა ღონისძიებების ორგანიზების, შესაბამისი პროგრამების დაგეგმვისა და სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით.
11. ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია შექმნილია ქალაქ თბილისის მოსახლების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, სამშენებლო ბიზნესის სტიმულირების, საქალაქო მეურნეობის დარგების განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად ინფრასტრუქტურის მოწყობის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების დაგეგმვისა და სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით.
12. სარევიზიო კომისია შექმნილია თბილისის ორგანოების საფინანსო საქმიანობის კონტროლის, მისაღები შემოსულობების დროულობის და აღრიცხვის, გადასახდელების კანონიერების კონტროლის და ქალაქ თბილისის ბიუჯეტთან მათი შესაბამისობის შემოწმების მიზნით. კომისია ასევე შეისწავლის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თბილისის ორგანოების მოსამსახურეების მიერ კანონიერების დაცვას. კომისია 6 თვეში ერთხელ წარუდგენს საკრებულოს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ. თბილისის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცებისას კომისია საკრებულოს წარუდგენ შემოწმების წლიურ ანგარიშს.
13. საკრებულოს კომისიების დამატებითი უფლებამოსიკლებანი განისაზღვრება კომისიების დებულებები