ა) მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან მუშაობის ორგანიზებას;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში მაჟორიტარი საკრებულოს წევრის მონაწილეობას;
გ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზების გაწევას და მოქალაქეთა წერილების განხილვას;
დ) მაჟორიტარი საკრებულოს წევრის სახელზე შემოსული წერილების, საჩივრებისა და განცხადებების შესწავლასა და რეაგირების მოხდენას;
ე) მაჟორიტარი საკრებულოს წევრისათვის მოქალაქეებისაგან დასმულ პრობლემებზე დასკვნებისა და წინადადების მომზადებას.
2. მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ოფისის ფუნქციონირებისთვის ქ. თბილისის ბიუჯეტიდან ქ. თბილისის საკრებულოსთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში ყოველთვიურად გამოიყოფა 5000 ლარი. მაჟორიტარი საკრებულოს წევრი საკრებულოს აპარატს წინასწარ, კვარტალში ერთხელ წარუდგენს მომდევნო კვარტალში განსახორციელებელი ხარჯების ძირითად პარამეტრებს. აღნიშნული 5000 ლარიდან ქ. თბილისის საკრებულოს აპარატი მაჟორიტარი საკრებულოს წევრის წარდგინებით ახორციელებს:
ა) ოფისის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ – ტექნიკური და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საოფისე ფართობის დაქირავებას და გამქირავებლისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურებას;
გ) მაჟორიტარი საკრებულოს წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციულ–ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფას;
დ) მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ოფისში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული 5000 ლარის სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის მოთხოვნის საფუძველზე დარჩენილი თანხა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემდეგ თვეებში.
4. საკრებულოს მაჟორიტარ წევრს, მისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ქ. თბილისის ბიუჯეტიდან ქ. თბილისის საკრებულოსთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში საჭიროების შემთხვევაში დამატებით ერთჯერადად გამოეყოფა 3000 ლარი ოფისის მოსაწყობად. საკრებულოს მაჟორიტარი წევრის წარდგინებით, გამოყოფილი თანხის შესაბამისად ქ. თბილისის საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ნივთების შეძენას.
5. შეძენილი მატერიალურ – ტექნიკური საშუალებები არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის – ქ. თბილისის საკუთრება (საკრებულოს აპარატის ბალანსზე რიცხული) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი III
საკრებულოს კომისიე