2. საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა შეადგენს თვეში 1700 ლარს.
3. ხარჯების განსაზღვრა ხდება ამ თანხის ზღვრული მოცულობიდან:
ა) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს უფლება აქვთ ფრაქციის თითოეულ წევრს აუნაზღაურონ ფრაქციაში მუშაობისთვის გაწეული ხარჯი არაუმეტეს 300 ლარისა, თანახმად ფორმა №1-ისა;
ბ) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებს უფლება აქვთ კომისიის თითოეულ წევრს აუნაზღაურონ კომისიაში მუშაობისთვის გაწეული ხარჯი არაუმეტეს 700 ლარისა, თანახმად ფორმა №2-ისა;
გ) დარჩენილი 700 ლარის საკრებულოს წევრზე გაცემის უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
4. საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნო საკითხების შესასწავლად გაწეული საქმიანობისა და საკრებულოს წევრების საკრებულოს სხდომებზე დასწრების მიხედვით ადასტურებს საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურების N3 ფორმას და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
5. განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ფორმას საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნო წარუდგენს ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს №4 ფორმის თანახმად.
6. საკრებულოს თავმჯდომარე, ცვლილებებით ან უცვლელად, ამტკიცებს აღნიშნულ ფორმებს და გადასცემს საკრებულოს აპარატის შესაბამის განყოფილება