2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) უფლებამოსილება პირადი განცხადებით მოიხსნა;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;

გ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ, ან უგზო–უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში;

ვ) დაიკავა ამ რეგლამენტის მე–10 მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა;

ზ) გარდაიცვალა.

4. საკრებულოს თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში