თავი II — სამსახურის შემადგენლობა; სამსახურის უფროსის არჩევა და მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. სამსახურის უფროსს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
ბ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში ვერ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა;
გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო;
ე) დაიკავა ან უკავია სამსახურის უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს მასთან შეუთავსებელ საქმიანობას;
ვ) ნებაყოფლობით გადადგა თანამდებობიდან;
ზ) თანამდებობიდან გადააყენა საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით;
თ) გარდაიცვალა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ვ“, „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შემოწმების შემდეგ იღებს ცნობად, რის შემდეგაც სამსახურის უფროსს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს განკარგულება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერებისა და საქართველოს პარლამენტისათვის მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენის შესახებ. ეს განკარგულება დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თუ საქართველოს პარლამენტმა არ მიიღო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალადაკარგულად ითვლება.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია თავისი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილოს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
5. სამსახურის უფროსის ანგარიშის მოსმენის შემდეგ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, დასვას სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, თუ ანგარიშის მოსმენისას გამოიკვეთა ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში ინიციატორებმა უნდა მიუთითონ ზემოაღნიშნული საკითხის დასმის მიზეზები/საფუძვლები. საქართველოს პარლამენტი სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
6. თუ საქართველოს პარლამენტმა ამ მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ მიიღო გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, მომდევნო 6 თვის განმავლობაში იმავე მიზეზით/საფუძვლით მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა არ შეიძლება.
7. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – საქართველოს მთავრობის განკარგულებით სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ერთ-ერთი მოადგილე.
8. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურის ახალი უფროსის კანდიდატურას საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში. ამის შემდეგ სამსახურის უფროსის არჩევის პროცედურა გრძელდება ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2–მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3882 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.
თავი IIIსამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.12.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 06.12.2018 კანონი №3882
წინა რედაქცია (15.07.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა 1. სამსახურის უფროსს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში ვერ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა; გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო; ე) დაიკავა ან უკავია სამსახურის უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს მასთან შეუთავსებელ საქმიანობას; ვ) ნებაყოფლობით გადადგა თანამდებობიდან; ზ) თანამდებობიდან გადააყენა საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით; თ) გარდაიცვალა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ვ“, „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შემოწმების შემდეგ იღებს ცნობად, რის შემდეგაც სამსახურის უფროსს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს განკარგულება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერებისა და საქართველოს პარლამენტისათვის მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენის შესახებ. ეს განკარგულება დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც მისი მიღებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს და სრული შღემადგენლობის უმრგავლესობით დაწყვეტილებას სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესაკითხსებ. თუ საქართველოს პარლამენტმა არ მიიღო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალადაკარგულად ითვლება. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია თავისი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილოს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. 5. სამსახურის უფროსის ანგარიშის მოსმენის შემდეგ საქართველოს პარლამენტის სრულიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, დასვას სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, თუ ანგარიშის მოსმენისას გამოიკვეთა ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში ინიციატორებმა უნდა მიუთითონ ზემოაღნიშნული საკითხის დასმის მიზეზები/საფუძვლები. საქართველოს პარლამენტი სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქარუთველოს პარლამენტი შს რეგლამენტით დადგენლობის უმრავლი წესობით. 6. თუ საქართველოს პარლამენტმა ამ მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ მიიღო გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, მომდევნო 6 თვის განმავლობაში იმავე მიზეზით/საფუძვლით მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა არ შეიძლება. 7. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – საქართველოს მთავრობის განკარგულებით სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ერთ-ერთი მოადგილე. 8. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურის ახალი უფროსის კანდიდატურას საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში, რ. ამის შემდეგაც სამსახურის უფროსის დანიშრჩევნის პროცედურა გრძელდება ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2–მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით. თავი IIIსამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილება