თავი II — სამსახურის შემადგენლობა; სამსახურის უფროსის არჩევა და მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე. სამსახურის უფროსი, როგორც საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, ანგარიშვალდებულია აგრეთვე საქართველოს მთავრობის წინაშე.
2. სამსახურის უფროსი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში.
3. (ამოღებულია - 06.12.2018, №3882).
4. (ამოღებულია - 06.12.2018, №3882).
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3882 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2278 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №762 – ვებგვერდი, 27.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №762
- 01.12.2022 კანონი №2278
- 06.12.2018 კანონი №3882
- 22.03.2017 კანონი №481
წინა რედაქცია (15.07.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. სამსახურის უფროსის ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა 1. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე. სამსახურის უფროსი, როგორც საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებათა სისტემის ხელმძღვანელი, ანგარიშვალდებულია აგრეთვე საქართველოს მთავრობის წინაშე. 2. სამსახურის უფროსი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 115 აპრილისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგაურიში. 3. ს ამსახურის უფეროს წი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევა ში – ვალდებულია დაესწროს საქართველოს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს შესაბამის სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. მ3. (ას მოთხოვნისთანავღებუნდა მოუსმინოს საქართველოს პარლამენტმა, კომიტეტმა - 06.12.2018, კომისიამ№3882). 4. ს(აქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია შღეაფასოს სამსახბურის უფროსის მიერ გაწეული საქმიანობა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დაამტკიცოს შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები - 06.12.2018, №3882).