თავი II — სამსახურის შემადგენლობა; სამსახურის უფროსის არჩევა და მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. სამსახურის საქმიანობის მიმართულებებს წარმართავს და სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) აწესრიგებს სამსახურის კომპეტენციის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს;
გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებს, მათ შორის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეთა კანდიდატურებს;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსამსახურეს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსამსახურეს, წარადგენს მას სახელმწიფო ჯილდოზე, აგრეთვე პირის მიმართ იყენებს ამ კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ წახალისების ფორმებს;
თ) ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს;
ი) წარმოადგენს სამსახურს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;
კ) ამტკიცებს სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტს;
ლ) ამტკიცებს სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსს;
მ) ადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისთვის;
ნ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს (შემდგომ − დაზვერვის სააგენტო) უფროსის წარდგინების საფუძველზე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მიავლენს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენლებს;
ო) ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელებას;
პ) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სამსახურის სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ამოცანებსა და პრიორიტეტებს;
ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები.
4. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
5. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის დებულებით, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
6. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ სამსახურის ახალი უფროსის არჩევისთანავე.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3882 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3508 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №762 – ვებგვერდი, 27.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №762
- 21.09.2023 კანონი №3508
- 06.12.2018 კანონი №3882
- 22.03.2017 კანონი №481
წინა რედაქცია (15.07.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები 1. სამსახურის საქმიანობის მიმართულებებს წარმართავს და სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. 2. სამსახურის უფროსი: ა) აწესრიგებს სამსახურის კომპეტენციის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) გამოსცემს კანონქვემდებართვე ნორმატიულ აქტს მხოლოდ ს საკანონმდებლო აქტით ან ს შაქართველოს მთასვრუობის დადგენილებლით გად დნსა იმზღვრულ შემთხვევაში, თუ ებს პირა დაპირ ფარის გათვალისწინებულში გამოსაცემს კანონქვემდებლარე ნორმაქტითულ აქტს; გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებს, მათ შორის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეთა კანდიდატურებს; ვ) მოსამსახურეებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსამსახურეს ანიჭებს სამხედრო და სახელმწიფო სპეციალურ წოდებებას; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსამსახურეებს, წარადგენს მათ ს სახელმწიფო ჯილდოზე, აგრეთვე პირის მიმართ იყენებს ამ კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ წახალისების ფორმებს; თ) ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს; ი) წარმოადგენს სამსახურს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში; კ) ამტკიცებს სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტს; ლ) ამტკიცებს სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსს; მ) ადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისთვის; ნ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს (შემდგომ − დაზვერვის სააგენტო) უფროსის წარდგინების საფუძველზე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მიავლენს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენლებს; ო) ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელებას; პ) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სამსახურის სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ამოცანებსა და პრიორიტეტებს; ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. 4. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 5. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის დებულებით, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 6. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ სამსახურის ახალი უფროსის დანიშრჩევნისთანავე.