ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მის ფუნქციებსა და უფლებამოსილებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო მოსამსახურის, მათ შორის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის (შემდგომ – მოსამსახურე), მიერ სამსახურის გავლის წესს, მისი სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმებს და სხვა საკითხებს.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3508 – ვებგვერდი, 12.10.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (15.07.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მის ფუნქციებსა და უფლებამოსილებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო მოსამსახურის, მათ შორის, სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის (შემდგომ – მოსამსახურე), მიერ სამსახურის გავლის წესს, მისი სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმებს და სხვა საკითხებს.
საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, მუხლი 1, №3921-რს, 08.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 130000000.05.001.017864 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2905260/muxli-1/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია