წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.08.2015 ბოლო ცვლილება 13.12.2024
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
130000000.63.075.016011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №11

2015 წლის 1 აგვისტო

ქ.თბილისი

 

წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ , "ბ" და „რ.ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ:

მუხლი 1
წვევამდელმა  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (შემდგომში – სამსახური) მიღებამდე ან მიღების შემდეგ უნდა გაიაროს სპეციალური მომზადების პროგრამა  სამსახურის უფროსის  მიერ დამტკიცებული წესით. 
მუხლი 2
წვევამდელს სამსახურში მიღების შემდეგ მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება ან შეუნარჩუნდება ადრე მინიჭებული სპეციალური წოდება. 
მუხლი 3
სამსახურში ჩარიცხულ წვევამდელს სამსახურში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სამსახურის უფროსის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება. 
მუხლი 4
1. წვევამდელის სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ ბრძანებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. სამსახურის კონკრეტულ დანაყოფებს ან/და კონკრეტულ თანამდებობებს, სადაც  შესაძლებელია წვევამდელთა (გარდა გაწვევით ვადიან სამსახურში მყოფი პირისა) სამსახურში მიღებას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

2. წვევამდელის მიერ  სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ სამსახურის უფროსის  მიერ დამტკიცებული დებულებით.

მუხლი 5
საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით (დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა, დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა, სამხედრო მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელი) სამსახურის შეწყვეტის შემთხვევაში, წვევამდელს სამსახურში  ნამსახურები პერიოდი სავალდებულო სამსახურში არ ჩაეთვლება და მისი სამართლებრივი სტატუსი და სამხედრო ვალდებულებისადმი დამოკიდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 
მუხლი 6
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური

მუხლი 1

წვევამდელმა  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (შემდგომში – სამსახური) მიღებამდე ან მიღების შემდეგ უნდა გაიაროს სპეციალური მომზადების პროგრამა  სამსახურის უფროსის  მიერ დამტკიცებული წესით.

მუხლი 2🔗

წვევამდელს სამსახურში მიღების შემდეგ მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება ან შეუნარჩუნდება ადრე მინიჭებული სპეციალური წოდება.

მუხლი 3🔗

სამსახურში ჩარიცხულ წვევამდელს სამსახურში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სამსახურის უფროსის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება.

მუხლი 4🔗

1. წვევამდელის სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ ბრძანებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. სამსახურის კონკრეტულ დანაყოფებს ან/და კონკრეტულ თანამდებობებს, სადაც  შესაძლებელია წვევამდელთა (გარდა გაწვევით ვადიან სამსახურში მყოფი პირისა) სამსახურში მიღებას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
2. წვევამდელის მიერ  სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ სამსახურის უფროსის  მიერ დამტკიცებული დებულებით.

მუხლი 5

საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით (დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა, დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა, სამხედრო მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელი) სამსახურის შეწყვეტის შემთხვევაში, წვევამდელს სამსახურში  ნამსახურები პერიოდი სავალდებულო სამსახურში არ ჩაეთვლება და მისი სამართლებრივი სტატუსი და სამხედრო ვალდებულებისადმი დამოკიდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 6🔗

ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.12.2024.
როდის იქნა მიღებული „წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“?
„წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 01.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 130000000.63.075.016011.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 13.12.2024-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.12.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, №11, 01.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016011 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2929539/