ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1130
სარეგისტრაციო კოდი
100040000.22.027.017614
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/11/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1130

2025 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

პენიტენციური კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 2 ნოემბრის №157 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია




ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების წესი

მუხლი 1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახური (შემდგომ – სამსახური) და სამსახურის პენიტენციური დაწესებულებები (შემდგომ – დაწესებულება), კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფენ ბრალდებულისა და მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრის უფლების შეუფერხებლად, ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე განხორციელებას.

მუხლი 2

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე შეხვდეს თავის ადვოკატს, რომელიც ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას. დაწესებულების თანამშრომელი უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.

3. დაწესებულება უზრუნველყოფს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს.

მუხლი 3

დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია, ადვოკატთა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანასწორუფლებიანობის დაცვის მიზნით, უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრის მიუკერძოებლად და სამართლიანი რიგითობის დაცვით განხორციელება.

მუხლი 4

ადვოკატი ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შესახვედრად დაიშვება საადვოკატო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების დასაცავად გაცემული შესაბამისი ორდერის ან მინდობილობის წარმოდგენის შემთხვევაში.

მუხლი 5

ადვოკატს უფლება აქვს, დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ერთ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო თავისი დაცვის ქვეშ მყოფ სხვა ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის სურვილის შემთხვევაში, დაიცვას ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის რიგში მდგომ ადვოკატთა რიგითობა.

მუხლი 6

ადვოკატს უფლება აქვს, დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ რამდენიმე ბრალდებულს/მსჯავრდებულს, თუ ისინი მონაწილეობენ ერთ სისხლის სამართლის საქმეში.

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.10.2025.
როდის იქნა მიღებული „ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“?
„ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 31.10.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1130. სარეგისტრაციო კოდი — 100040000.22.027.017614.
რამდენი მუხლისგან შედგება „ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.10.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, №1130, 31.10.2025, სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.027.017614 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6654772/