პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №79 |
|
2018 წლის 25 აპრილი ქ. თბილისი |
|
1. ეს წესი მოიცავს პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ერთობლიობას.
2. დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
1. დაწესებულებაში არამწეველი ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, განცალკევებით უნდა მოთავსდეს თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან.
2. არამწეველი ბრალდებული/მსჯავრდებული თამბაქოს მომხმარებელ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ერთად შეიძლება მოთავსდეს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის თაობაზე არამწეველი ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისგან გაცემულია წერილობითი თანხმობა.
1. დაწესებულებაში თამბაქოს მომხმარებელ ბრალდებულს/მსჯავრდებულს თამბაქოს მოხმარება შეუძლია მისი განთავსების ადგილზე და დაწესებულებაში ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
2. დაწესებულების მოსამსახურეს და დაწესებულებაში შემსვლელ გარეშე პირებს თამბაქოს მოხმარება შეუძლიათ მხოლოდ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ადგილას.
1. დაწესებულებაში უნდა არსებობდეს მოსაწევი ადგილი, რომელიც გამოიყოფა დაწესებულების სპეციალურად იზოლირებულ ტერიტორიაზე როგორც დაწესებულების შენობის შიგნით, ისე მის გარეთ (ეზო).
2. მოსაწევი ადგილი განკუთვნილი უნდა იყოს მხოლოდ თამბაქოს მოწევისათვის და იზოლირებული უნდა იყოს ყველა სახის სამუშაო, საკვები ან/და დასასვენებელი ოთახისა და სხვა დანიშნულების ბლოკისაგან, მოწყობილობისა და ნივთიერებისაგან, უნდა იყოს ადვილად გასანიავებელი ან ღია ფანჯრით, რომელიც გადის ღია სივრცეში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წარმოქმნილი თამბაქოს კვამლის სრული გამიჯვნა დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან.
3. დაწესებულება ვალდებულია მოსაწევ ადგილას განათავსოს შესაბამისი ნიშანი და უზრუნველყოს მოსაწევი ადგილის ნაგვის ურნებით აღჭურვა.
1. დაუშვებელია ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირის მიერ დაწესებულებაში შესვლისას თამბაქოს ნაწარმის შეტანა.
2. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან შეხვედრაზე მყოფი პირის მიერ შეხვედრის ადგილზე თამბაქოს მოხმარება, გარდა ხანგრძლივი პაემნის ოთახისა. თუ ხანგრძლივ პაემანზე მყოფი ერთ-ერთი პირი არამწეველია, მეორე პირის მიერ თამბაქოს მოხმარება დასაშვებია მხოლოდ არამწეველი პირის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დისციპლინურ პასუხისმგებლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დაწესებულების მოსამსახურის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
3. დაწესებულებაში შემსვლელი გარეშე პირების მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს მისი დაწესებულების ვადამდე დატოვების საფუძველი.
დაწესებულება ვალდებულია ხელმისაწვდომ ადგილას გამოაკრას ეს წესი როგორც დაწესებულების შიგნით, ასევე სპეციალურ ადგილას, საიდანაც ხდება დაწესებულებაში გარეშე პირების შესვლა.