ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.11.2015 ძალადაკარგული 31.10.2025
ნომერი
№157
სარეგისტრაციო კოდი
100040000.22.038.016572
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (8 მუხლი)
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №157

2015 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ

 

პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურმა დეპარტამენტმა და პენიტენციურმა დაწესებულებებმა (შემდგომში – დაწესებულება), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყონ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების შეუფერხებლად, ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე განხორციელება.

 

მუხლი 2
დაწესებულებამ უზრუნველყოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.

 

მუხლი 3
დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დამცველთა/ადვოკატთა, აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანასწორუფლებიანობის დაცვის მიზნით, უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის მიუკერძოებლად და სამართლიანი რიგითობის დაცვით განხორციელება.

 

მუხლი 4
დამცველი/ადვოკატი ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შესახვედრად დაიშვება საადვოკატო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების დასაცავად გაცემული შესაბამისი ორდერის ან მინდობილობის  წარმოდგენის შემთხვევაში.

 

მუხლი 5
დამცველს/ადვოკატს უფლება აქვს, დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ერთ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო სხვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის სურვილის შემთხვევაში, დაიცვას ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის რიგში მდგომ დამცველთა/ადვოკატთა რიგითობა.

 

მუხლი 6
დამცველს/ადვოკატს უფლება აქვს, დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ რამდენიმე ბრალდებულს/მსჯავრდებულს, თუ ისინი მონაწილეობენ ერთ სისხლის სამართლის საქმეში.

 

მუხლი 7
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული  დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №2 ბრძანება.

 

მუხლი 8
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.10.2025.
როდის იქნა მიღებული „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“?
„ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ მიღებულია 02.11.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №157. სარეგისტრაციო კოდი — 100040000.22.038.016572.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.10.2025-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.10.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“, №157, 02.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.038.016572 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2999830/