ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.01.2011 ძალადაკარგული 02.11.2015
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
100040000.22.038.016021
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 060111, 06/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №2

2011 წლის 4 იანვარი

ქ. თბილისი

ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ

ბრალდებულთ ა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების შეუფერხებელი განხორციელების, დამცველთან შეხვედრის ორგანიზებისა და გაუმჯობესების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე დამცველთა/ადვოკატთა თანასწორუფლებიანობის მიზნებიდან გამომდინარე, პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებმა კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყონ ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელება.

    მუხლი 2

პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციამ განახორციელოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უსაფრთხოების განუხრელი დაცვა, მიიღოს და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.

    მუხლი 3

პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციამ დამცველთა/ ადვოკატთა, აგრეთვე დაცვის ქვეშ მყოფთა თანასწორუფლებიანობის დასაცავად, განახორციელოს თითოეული დამცველის/ადვოკატის თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან შეხვედრის უზრუნველყოფა მიუკერძოებელი და სამართლიანი რიგითობის დაცვით.

    მუხლი 4

დამცველს/ადვოკატს უფლება აქვს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ერთ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო სხვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის სურვილის შემთხვევაში დაიცვას ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის რიგში მდგომ დამცველთა/ადვოკატთა რიგითობა.

    მუხლი 5

დამცველს/ადვოკატს უფლება აქვს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ რამდენიმე ბრალდებულს/მსჯავრდებულს, თუ ისინი მონაწილეობენ ერთ სისხლის სამართლის საქმეში.

    მუხლი 6

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მსჯავრდებულთა და პატიმართა დამცველთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 10 ივნისის №89 ბრძანება.

    მუხლი 7

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი              პ. სულაბერიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.11.2015.
როდის იქნა მიღებული „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“?
„ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ მიღებულია 04.01.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 100040000.22.038.016021.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.11.2015-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.11.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“, №2, 04.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.038.016021 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1171524/