„მსჯავრდებულთა და პატიმართა დამცველთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.040.000.22.036.014.758
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა
მინისტრის ბრძანება №89
2010 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
მსჯავრდებულთა და პატიმართა დამცველთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ
მსჯავრდებულთა და პატიმართა დამცველთან შეხვედრის უფლების შეუფერხებელი განხორციელების, დამცველთან შეხვედრის ორგანიზებისა და გაუმჯობესების, მსჯავრდებულთა/პატიმართა აგრეთვე დამცველთა თანასწორუფლებიანობის მიზნებიდან გამომდინარე, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტის, 26-ემუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტისა და 89-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა და დაწესებულებებმა კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყონ მსჯავრდებულთა/პატიმართა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელება.
მუხლი 2. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ განახორციელოს მსჯავრდებულის/პატიმრის დამცველთან შეხვედრის უსაფრთხოების განუხრელი დაცვა, მიიღონ და გაატარონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.
მუხლი 3. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ დამცველთა/ადვოკატთა, აგრეთვე დაცვის ქვეშ მყოფთა თანასწორუფლებიანობის დასაცავად, განახორციელონ თითოეული დამცველის/ადვოკატის თავისი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულთან/პატიმართან შეხვედრის უზრუნველყოფა მიუკერძოებელი და სამართლიანი რიგითობის დაცვით.
მუხლი 4. დამცველს/ადვოკატს უფლება აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ერთ მსჯავრდებულს/პატიმარს, ხოლო სხვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულთან/პატიმართან შეხვედრის სურვილის შემთხვევაში დაიცვას მსჯავრდებულთან/პატიმართან შეხვედრის რიგში მდგომ დამცველთა/ადვოკატთა რიგითობა.
მუხლი 5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მსჯავრდებულთა და პატიმართა დამცველთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.01.2011.
- როდის იქნა მიღებული „მსჯავრდებულთა და პატიმართა დამცველთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“?
- „მსჯავრდებულთა და პატიმართა დამცველთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ მიღებულია 10.06.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №89. სარეგისტრაციო კოდი — 100040000.22.036.014758.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მსჯავრდებულთა და პატიმართა დამცველთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 04.01.2011-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მსჯავრდებულთა და პატიმართა დამცველთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მსჯავრდებულთა და პატიმართა დამცველთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.01.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მსჯავრდებულთა და პატიმართა დამცველთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“, №89, 10.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.036.014758 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1022235/