თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №104 |
|
2015 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი |
|
მუხლი 1. მსჯავრდებულთა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა
1. მსჯავრდებულთა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა შესაძლებელია: ა) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდგომ (მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნა); ბ) ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში; გ) სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულთა გადაყვანა ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის (შემდგომში - დეპარტამენტის დირექტორი) ბრძანებით. მუხლი 2. კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდგომ მსჯავრდებულის გადაყვანა (სასჯელის მოსახდელად გაგზავნა)
1. სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებიდან არაუგვიანეს 20 დღისა დეპარტამენტის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი ტიპის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს მსჯავრდებულმა სასჯელი. 2. პატიმრობის დაწესებულების ადმინისტრაცია მსჯავრდებულს სასჯელის მოსახდელად გზავნის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა. 3. დაწესებულების ტიპის განსაზღვრის შემდეგ, დეპარტამენტის დირექტორი მსჯავრდებულთა გადაყვანის შემთხვევაში განსაზღვრავს, თუ კონკრეტულად რომელ დაწესებულებაში უნდა მოიხადოს სასჯელი მსჯავრდებულმა. 4. მსჯავრდებულის დაწესებულებაში გადასაყვანად ივსება ამ წესის დანართი № 1-ით დადგენილი დაწესებულებაში გადასაყვან მსჯავრდებულთა ნუსხის ფორმა. მუხლი 3. იმავე ან სხვა ტიპის/რისკის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანა
1. სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის/რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მის მიერ დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის გამო, მისი ავადმყოფობის გამო ან/და რისკის ფაქტორის გათვალისწინებით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, ლიკვიდაციისას ან გადატვირთულობისას, ან პატიმრობის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, ან სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას ან/და მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მსჯავრდებულის სხვა ტიპის/რისკის დაწესებულებაში გადაყვანისას მასზე ვრცელდება მისთვის განსაზღვრული ტიპის/რისკის დაწესებულებაში დადგენილი წესები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია სხვა ტიპის/რისკის დაწესებულებაში. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაყვანისას სავალდებულოა დეპარტამენტის დირექტორის წინაშე შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ მსჯავრდებულის გადაყვანის შესახებ მოტივირებული წერილის წარდგენა. მუხლი 4. მსჯავრდებულის გადაყვანა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად
1. მსჯავრდებული შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის/რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. ამ შემთხვევაში მასზე ვრცელდება წესები, რომლებიც დადგენილია ამ რისკის მსჯავრდებულთათვის და რომელთა დაცვაც შესაძლებელია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. 2. მსჯავრდებულის გადაყვანა სხვა პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ხდება მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით. მუხლი 5. მსჯავრდებულთა გადაყვანა და დაცვა
მსჯავრდებულთა გადაყვანას და დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
წესის დანართი №1 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადასაყვან მსჯავრდებულთა ნუსხის ფორმა
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.07.2017.
- როდის იქნა მიღებული „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №104. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.22.038.016519.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.07.2017-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.07.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, №104, 26.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016519 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2947731/