პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №175 |
|
2015 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
1. ეს წესი ადგენს პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული იმ მსჯავრდებულის გაფრთხილების წესს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
2. ეს წესი მიზნად ისახავს აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულთა წინასწარ გაფრთხილებას შესაბამის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროში (შემდგომში – პრობაციის ბიურო) გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.
1. აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ვალდებულია პენიტენციური ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან გასვლამდე მსჯავრდებული, ამ ბრძანებით დადგენილი ფორმით, წერილობით გააფრთხილოს პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.
2. გაფრთხილების დოკუმენტის ასლი ეგზავნება შესაბამის პრობაციის ბიუროს.
(პენიტენციური/თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება) (თარიღი)
_____________________________________________________________________________________
(მსჯავრდებულის სახელი, გვარი)
______________________________________________________
(მსჯავრდებულის დაბადების თარიღი)
______________________________________________________
(მსჯავრდებულის პირადი ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ვიღებ ვალდებულებას, აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 15 დღისა, გამოვცხადდე აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მითითებულ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროში სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყების, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებით ჩემს უფლებამოვალეობათა გაცნობისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მიერ ჩემს მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით.
ვაცნობიერებ, რომ დადგენილ ვადაში არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობა არის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულების შესახებ სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი, რის თაობაზე გაფრთხილებასაც ვადასტურებ ხელმოწერით.
______________________________
(მჯავრდებულის ხელმოწერა)
გავაცანი: __________________________________________
(აქტის მიმღები ორგანოს უფლებამოსილი პირი)