პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის (აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის) დაწესებულებაში მყოფი უმისამართო მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.05.2014 ძალადაკარგული 31.12.2015
ნომერი
№80
სარეგისტრაციო კოდი
100050000.22.038.016335
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №80

2014 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

 

პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის (აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის) დაწესებულებაში მყოფი უმისამართო მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ

 



მუხლი 1
დამტკიცდეს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის (აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის)  დაწესებულებაში მყოფი უმისამართო მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმა და წესი თანდართული სახით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 27 მაისიდან.

 


მინისტრისოზარ სუბარი



დანართი

 

პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის (აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის) დაწესებულებაში მყოფი უმისამართო მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმა და წესი

 


მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1. ეს ბრძანება არეგულირებს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის (აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის) დაწესებულებაში მყოფი უმისამართო, აგრეთვე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ  ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მსჯავრდებულის  გაფრთხილების წესსა და ფორმას.

2. ეს წესი მიზნად ისახავს აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულთა წინასწარ გაფრთხილებას შესაბამის ბიუროში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელების  თაობაზე.

მუხლი 2. მსჯავრდებულის გაფრთხილება

1.  აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ვალდებულია პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის (აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის) დაწესებულებიდან გასვლამდე მსჯავრდებული, ამ ბრძანებით დადგენილი ფორმით, წერილობით გააფრთხილოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესაბამის ბიუროში (შემდგომში - პრობაციის ბიურო) გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.

2.  გაფრთხილების დოკუმენტის ასლი ეგზავნება პრობაციის შესაბამის ბიუროს.

გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა

 

________________________________________________             ________________________

 (თავისუფლების აღკვეთის/ შეზღუდვის დაწესებულება)                 (თარიღი)           

                                                                 _________________________________________________________________________________

(მსჯავრდებულის სახელი, გვარი)

______________________________________________________

(მსჯავრდებულის დაბადების თარიღი)

______________________________________________________

(მსჯავრდებულის პირადი ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ვიღებ ვალდებულებას, აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 15 დღისა, გამოვცხადდე აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მითითებულ პრობაციის ბიუროში სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყების, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებით ჩემს უფლებამოვალეობათა გაცნობისა და პრობაციის ბიუროს მიერ ჩემ მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით.

ვაცნობიერებ, რომ დადგენილ ვადაში პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობა არის პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულების შესახებ სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი, რის თაობაზე გაფრთხილებასაც ვადასტურებ ხელმოწერით.

                               ______________________________

                                     (მჯავრდებულის ხელმოწერა)

გავაცანი:              ______________________________

                  (აქტის მიმღები ორგანოს უფლებამოსილი პირი-თავმჯდომარე)



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის (აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის) დაწესებულებაში მყოფი უმისამართო მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.12.2015.
როდის იქნა მიღებული „პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის (აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის) დაწესებულებაში მყოფი უმისამართო მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“?
„პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის (აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის) დაწესებულებაში მყოფი უმისამართო მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 21.05.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №80. სარეგისტრაციო კოდი — 100050000.22.038.016335.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის (აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის) დაწესებულებაში მყოფი უმისამართო მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.12.2015-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის (აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის) დაწესებულებაში მყოფი უმისამართო მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის (აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის) დაწესებულებაში მყოფი უმისამართო მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის (აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის) დაწესებულებაში მყოფი უმისამართო მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“, №80, 21.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 100050000.22.038.016335 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2349167/