„პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №75 |
|
2018 წლის 21 მარტი ქ. თბილისი |
1. ბრძანების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
დამტკიცდეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების წესი დანართი №1-ის სახით.
დამტკიცდეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმა დანართი №2-ის სახით.“.
2. პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების წესი“;
ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს წესი ადგენს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული იმ მსჯავრდებულის გაფრთხილების წესს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.“;
გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ვალდებულია პენიტენციური დაწესებულებიდან გასვლამდე მსჯავრდებული, ამ ბრძანებით დადგენილი ფორმით, წერილობით გააფრთხილოს პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.“.
3. მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 2
გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა
____________________________________________________________ ____________________
(პენიტენციური დაწესებულება) (თარიღი)
_____________________________________________________________________________________
(მსჯავრდებულის სახელი, გვარი)
______________________________________________________________
(მსჯავრდებულის დაბადების თარიღი)
______________________________________________________________
(მსჯავრდებულის პირადი ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ვიღებ ვალდებულებას, აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 15 დღისა, გამოვცხადდე აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მითითებულ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროში სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყების, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებით ჩემს უფლება-მოვალეობათა გაცნობისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მიერ ჩემ მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით.
ვაცნობიერებ, რომ დადგენილ ვადაში არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობა არის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულების შესახებ სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი, რის თაობაზე გაფრთხილებასაც ვადასტურებ ხელმოწერით.
___________________________
(მსჯავრდებულის ხელმოწერა)
გავაცანი: __________________________________________
(აქტის მიმღები ორგანოს უფლებამოსილი პირი)“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.03.2018.
- როდის იქნა მიღებული „პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.03.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №75. სარეგისტრაციო კოდი — 100050000.22.038.016981.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.03.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №75, 21.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 100050000.22.038.016981 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4086022/