„თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესი და პირობები“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№59
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016817
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №59

2017 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 

„თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესი და პირობები“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1
„თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესი და პირობები“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №104 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/08/2015, 100110000.22.038.016519) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულთა გადაყვანა ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის (შემდგომში – დეპარტამენტის დირექტორი) ბრძანებით.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პენიტენციური დეპარტამენტი უზრუნველყოფს სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნას დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა.“;

გ) მე-3 მუხლის:

გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა“;

გ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ შემთხვევებში:

ა) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის (შემდგომ − რისკი) გათვალისწინებით;

ბ) პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას;

გ) მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

დ) მსჯავრდებულის ავადმყოფობისას;

ე) პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას;

ვ) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას;

ზ) პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას;

თ) პატიმრობის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას;

ი) მსჯავრდებულის თანხმობის არსებობისას;

კ) სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას.“;

დ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსჯავრდებულის გადაყვანა სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ხდება მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით.“;

ე) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. მსჯავრდებულთა გადაყვანა და დაცვა

მსჯავრდებულთა გადაყვანას და დაცვას უზრუნველყოფს სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.

 


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესი და პირობები“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესი და პირობები“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.07.2017.
როდის იქნა მიღებული „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესი და პირობები“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესი და პირობები“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.07.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №59. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.22.038.016817.
რამდენი მუხლისგან შედგება „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესი და პირობები“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესი და პირობები“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესი და პირობები“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.07.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესი და პირობები“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №59, 27.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016817 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3753663/