„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №110 |
|
12 ივნისი 2018 წ. ქ. თბილისი |
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:“.
2. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის:
ა) 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41
1. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებიდან სხვა პატიმრობის ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გაყვანა/გადაყვანა შესაძლებელია დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით შემდეგი გარემოების არსებობისას:
ა) პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას;
ბ) ბრალდებულისა ან/და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
გ) ბრალდებულის ავადმყოფობისას;
დ) პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას;
ე) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას;
ვ) პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას;
ზ) პატიმრობის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას;
თ) ბრალდებულის განცხადების არსებობისას;
ი) სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას.
2. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებიდან სხვა პატიმრობის ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გაყვანა/გადაყვანა ხორციელდება ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.“.
ბ) 41 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 მუხლი:
„მუხლი 42
დეპარტამენტის დირექტორს უფლება აქვს არ დააკმაყოფილოს გაყვანა/გადაყვანის მოთხოვნა ამ წესის მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:
ა) ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, საშიშროების რისკის დონის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად ართულებს გაყვანა/გადაყვანის პროცესს;
ბ) დანიშნულების ადგილი საჭიროებს დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღებას;
გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანა, მისი სუიციდის რისკის დონის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი და საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს;
დ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანა, მათ შორის, ამ მუხლის „ა-გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში, დაკავშირებულია სამინისტროს მიერ გაუთვალისწინებელი და არამიზანშეწონილი ხარჯების გაღებასთან;
ე) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმის დასკვნის საფუძველზე, არ იძლევა მისი გაყვანა/გადაყვანის საშუალებას;
ვ) არსებობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გაქცევის რისკი.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.06.2018.
- როდის იქნა მიღებული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.06.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №110. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.22.038.017016.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №110, 12.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.017016 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4224191/