„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №161/ნ |
|
2019 წლის 8 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024 კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:
ა) პირველი მუხლის:
ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებითა და ამ დებულებით.“;
ა.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი 0178, გმირი კურსანტების ქ. №4.“;
ბ) მე-2 მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში (შემდგომში – სამინისტრო) დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარება.“;
ბ.ბ) მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ – „რ“ ქვეპუნქტები:
„პ) ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამებით დაინტერესებულ პირთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. მათ, შორის სერტიფიცირება.
ჟ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მიზნით, პროფესიულ-ტექნიკური ხელშეწყობის უზრუნველყოფა.
რ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა.“;
ბ.გ) მე-3 პუნქტის:
ბ.გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამზადებს და ავრცელებს რეკომენდაციებსა და გზამკვლევებს დაინტერესებული პირებისათვის.“;
ბ.გ.ბ) „ქ“ ქვეპუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) აცხადებს კონკურსებს, მათ შორის, დამსახურებული მასწავლებლის, წლის საუკეთესო მასწავლებლისა და დირექტორის გამოვლენის მიზნით.“;
ბ.გ.გ) „ხ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ-ჰ“ ქვეპუნქტები:
„ჯ) შეიმუშავებს ან/და ახორციელებს სოციალურ მუშაკთა პროფესიული განვითარების პროგრამებს.
ჰ) ახორციელებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციას.“.
|