„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნების, მისი დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის N714 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის N163/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№98/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.017352
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №98/ნ

2017 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნების, მისი დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნების, მისი დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016898) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ”;

2. მე-3 მუხლით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების მე-2 მუხლის:

ა) პირველ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების სწავლა/სწავლების ხელშეწყობა.“;

გ) მე-3 პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის“- „ხ“ ქვეპუნქტები:

„ძ) ახორციელებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლის, სოციალიზაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ხელშემწყობ ღონისძიებებს ასეთი საჭიროების მქონე პირებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის;

წ) ახორციელებს ღონისძიებებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის ინკლუზიური განათლების საკითხებთან დაკავშირებით;

ჭ) შეიმუშავებს ან/და ახორციელებს პროგრამებს პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის სწავლა/სწავლების ხელშეწყობისთვის;

ხ) შეიმუშავებს ან/და ახორციელებს აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების პროგრამებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა