„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნების, მისი დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის N714 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის N163/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№166/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.017239
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №166/ნ

2016 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნების, მისი დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 ნოემბრის №525 დადგენილების საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნების, მისი დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში (30/12/2014 წ., www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016898) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-3 მუხლით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების მე-2 მუხლის:

1.  პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობის გზით განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.”

2. მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობის გზით განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საგრანტო კონკურსების ორგანიზება და გრანტების გაცემა.”ю

3. მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ ქვეპუნქტი:

„ჩ) ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობის გზით განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად აცხადებს საგრანტო კონკურსებს და გასცემს გრანტებს.”.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 30 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიქეთევან ნატრიაშვილი