„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნების, მისი დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №144/ნ |
|
2015 წლის 23 ოქტომბერი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნების, მისი დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში (30/12/2014 წ., www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016898) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-3 მუხლით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დარგობრივ (განათლების) სამინისტროებთან თანამშრომლობის გზით, ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;“; ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დარგობრივ (განათლების) სამინისტროებთან გაფორმებული მემორანდუმ(ებ)ის საფუძველზე, ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა ან/და ამ პროცესის სხვაგვარი ხელშეწყობა;“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი: „ო1) ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, აფორმებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს;”. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|