„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №30/ნ |
|
2025 წლის 4 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) სამინისტროში და მის სისტემაში შემავალ ერთეულებში, ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალ ორგანოებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის და ელექტრონული ხელმოწერის სისტემის დანერგვა და ადმინისტრირება;“.
2. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. გარდამავალი დებულებანი
1. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ2“ და „ღ3“ პუნქტების, ასევე, მე-11 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოქმედება ძალაშია, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნებისთვის, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონსა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროების რეორგანიზაციისა და რომელიმე მიმართულებით შესაბამისი სამინისტროს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების სხვა, არსებული, ან ახალი სუბიექტისთვის გადაცემის, ან/და ამ სამინისტროების სისტემაში შემავალი ორგანოების სხვა, არსებული, ან ახალი სუბიექტის მმართველობის სფეროში გადასვლის შემთხვევაში, მართვის სისტემა უფლებამოსილია განაგრძოს მათი, როგორც სხვა სუბიექტების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის და ელექტრონული ხელმოწერის სისტემების ადმინისტრირება, ამ სისტემების ტექნიკურ გადაწყობამდე.“.
|